ჭიათურაში 30 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა

ახალგაზრდა ქალი „ჯეო-ჰოსპიტალსის" კლინიკაში ვირუსული სიმპტომებით 7 იანვარს შეიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.
Sputnik

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მწვავე ვირუსული ინფექციის ნიადაგზე გართულება გახდა.

ახალგაზრდა ქალი „ჯეო-ჰოსპიტალსის" კლინიკაში ვირუსული სიმპტომებით 7 იანვარს შეიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და იგი შეყვანიდან საათ-ნახევარში გარდაიცვალა.