თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
ინციდენტი გორი-იგოეთის გზის მონაკვეთზე, სოფელ რენესთან მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მანქანაში ტელეარხ „აჭარის" დირექტორის მოადგილე ჯემალ გვეტაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიცია იყვნენ მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომატებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.