ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებიც პარტნიორს ღალატს არ პატიობენ

ხშირად ძალიან რთულია დიდი სიყვარულის შენარჩუნება, თუ პარტნიორის ღალატს იგებს ადამიანი. ზოგი დროთა განმავლობაში ახერხებს ამის დავიწყებას და ცხოვრებას აგრძელებს, ზოგი კი ვერასდროს ვეღარ შეძლებს პარტნიორთან ცხოვრებას, თუნდაც მის მიმართ უძლიერესი გრძნობა გააჩნდეს
Sputnik

ბევრს არ შეუძლია იმასთან შეგუება, რომ საყვარელმა ადამიანმა, რომელსაც გული გადაუშალა, ენდო, წამიერი გატაცების გამო უღალატა.

როდის და როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>

ასტროლოგები  გამოყოფენ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომლებსაც არ შეუძლიათ ღალატის პატიება, თუნდაც საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნდეთ. იმის გამო, რომ ვერ შეძლეს პატიება, თვალის დახუჭვა ეს ადამიანები, შესაძლოა, ძალიან ცუდად იყვნენ, მაგრამ მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ, რადგან პარტნიორს, რომელმაც მოატყუა ის, აღარასდროს ენდობიან.

როდის და რატომ ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები

კირჩხიბი

კირჩხიბს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია ღალატის პატიება, თუნდაც სიგიჟემდე უყვარდეს. ხანდახან ის, თავისი საქციელის გამო, თვითონ უბიძგებს ხოლმე თავის მეორე ნახევარს ახალი თავგადასავლების ძიებისკენ.

ბევრი კირჩხიბი არაა უხვსიტყვიანი; დროთა განმავლობაში, შესაძლოა, სათანადო ყურადღება ვერ დაუთმონ საყვარელ ადამიანს, რაც დამუპველად მოქმედებს მათ ურთიერთობებზე.

თუ კირჩხიბმა გაიგო, რომ უღალატეს, არ დაიწყებს გამორკვევას, რატომ და როგორ მოხდა ეს, არამედ ადგება და, უბრალოდ, წავა. მათთან შერიგების ყველა მცდელობა, 99 პროცენტ შემთხვევაში, წარუმატებლად დასრულდება – კირჩხიბი დიდხანს დაიტოვებს გულში წყენასა და შეინარჩუნებს სასოწარკვეთილ მდგომარეობას.

ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი იდეალური პარტნიორი

ლომი

ლომს თვითონ უყვარს მეორე ნახევრის ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ თუ შეამჩნია, რომ მისმა გულის რჩეულმა უღალატა, მაშინვე გაწყვეტს კავშირს. ლომი მესაკუთრეა და არასდროს პატიობს ღალატს, თუნდაც ძალიან უყვარდეს.

ის დიდხანს დაიტანჯება, ზოგიერთს კი საერთოდ გაუქრება ადამიანებისადმი ნდობა. შესაძლოა, მომდევნო კავშირები საწინააღმდეგო სქესთან მხოლოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილება იყოს და მეტი არაფერი.

ლომი, რომელსაც უღალატეს ან აწყენინეს, კარგავს ნამდვილი სიყვარულის უნარს, რადგან ქვეცნობიერად მორიგი ღალატისა ეშინია.

ჰოროსკოპი: ვინ როგორ იშუშებს ჭრილობებს

ქალწული

უკონფლიქტო ქალწული დიდხანს ატარებს ყველა დაგროვებულ წყენას და საერთოდ არ ამჟღავნებს ამას. ის ყოველთვის ცდილობს, ყველა სირთულე ურთიერთობებში მშვიდობიანად მოაგვაროს, მაგრამ თუ უღალატეს, ამას უკვე არასდროს აღარ აპატიებს და სამუდამოდ მიატოვებს პარტნიორს.

თუ მის ცხოვრებაში სიცრუე და ღალატი ჩნდება, ქალწულის მოთმინების ფიალა ივსება, ის უკვე ვეღარ ეგუება ამას.

ქალწულმა, შესაძლოა, მალე ინანოს თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ ადამიანს, რომელმაც უღალატა, აღარ დაუბრუნდება.