ფოთში 24 წლის მამაკაცს ეძებენ

ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 4 იანვარს გავიდა. მას შემდეგ ის არავის უნახავს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ფოთში მეოთხე დღეა 24 წლის გოგა თავბერიძეს ეძებენ, იუწყება პირველი არხი.

სამტრედიაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი 36 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს >>

ახლობლების ინფორმაციით, ის სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. მიმდინარეობს საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები.