ახალქალაქში 23 წლის ბიჭი გაყინული იპოვეს

ახალგაზრდას 6 იანვრის საღამოდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ახალქალაქის მუნიცოპალიტეტის სოფლების - მაჯადიასა და ოლავერდის ტყეში 23 წლის მამაკაცი გაყინული იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ფოთში 24 წლის მამაკაცს ეძებენ

ახალგაზრდა კაცს 6 იანვრის საღამოდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც.

თანასოფლელების თქმით, ის სოფელ მაჯადიიდან ტყისკენ ფეხით მიმავალი არაერთხელ უნახავთ, რადგან მისი ახლობლები ტყესთან ახლოს ცხოვრობდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.