მსოფლიო დღეს

ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრომ (DHS) განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას უშუალო საფრთხეების შესახებ სულეიმანის წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით
Sputnik

თბილისი,  4 იანვარი — Sputnik. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნა მიღებული ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში, ამერიკული შეიარაღებული ძალების მიერ ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანის ერაყში მომხდარი მკვლელობების გამო, იტყობინება РИА Новости.

გენერლის მკვლელობა: ირანის სულიერი ლიდერი აშშ-ზე შურისძიების პირობას დებს >>

სპეციალური ზომები იქნა მიღებული ასევე ეროვნული პარკების პოლიციის მიერ, რომელიც აშშ-ის ამ სამ უმთავრეს ქალაქში მდებარე ნაკრძალებისა და უამრავი ისტორიული ობიექტის, მათ შორის თავისუფლების ქანდაკებებისა და არლინგტონის სასაფლაოს დაცვაზეა პასუხისმგებელი.

ამავე დროს, აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა, რომ მას შესაძლო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

ზალკალიანი: შეშფოთებულნი ვართ ძალადობით ერაყში

ხუთშაბათს პენტაგონმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა ერაყში ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაცია. სულეიმანი მეთაურობდა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ქვედანაყოფ „კუდსს“ - ირანულ გასამხედროებულ ფორმირებებს, რომლებსაც აშშ ტერორისტულ ორგანიზაციებს აკუთვნებს. ამერიკული დარტყმების შედეგად დაღუპულთა შორის იყო ასევე ერაყში შიიტური რაზმების მეთაურის მოადგილე აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ს საელჩოზე მომხდარ თავდასხმაში დაადანაშაულა. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, სულეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების პირობა დადო.