ბრილიანტის მწვანით მოხატული ფეხი და „უსახური ადამიანი“ანუ რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში

მისი პირველი ნახატი ბებიამ შემთხვევით ნახა. ერთხელ გოგონას კოღომ უკბინა ფეხზე და ბრილიანტის მწვანით პატარა წერტილი წაუსვეს. ცოტახანში უფროსებს ბავშვის ფეხი ლამაზად მოხატული დახვდა...
Sputnik

ამის მერე პლასტინით ძერწავდა ფიგურებს, მერე თიხაზე გადავიდა და ბოლოს  ჩანთებით დაინტერესდა. ერთხელ იტალიელი დიზაინერის მიერ გაკეთებული ბეჭდები ნახა, ძალიან მოეწონა და თავადაც გაუჩნდა ასეთივე ბეჭდის გაკეთების სურვილი. მოკლედ, რითი ინტერესდებოდა მოკლე დროში ყველაფრის თავისებურ, განსხვავებულ ვერსიას აკეთებდა.

ეს ამბები 13 წლის ელენე ჭეიშვილის ცხოვრების ეპიზოდებია. ელენე თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლობს და შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე შემდგარი მხატვარია, პირველი პერსონალური გამოფენა უკვე ჰქონდა.

ბრილიანტის მწვანით მოხატული ფეხი და „უსახური ადამიანი“ანუ რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში

-ელენე, ბუნებრივია, მხატვრობის სურვილი რომ გაგიჩნდა, ალბათ არავის გაკვირვებია...

- დიახ, ასეა, რადგან ოჯახში: დედა და მამა, ბებია და ბაბუ ამამის მხრიდან, დედის მხრიდან ბაბუა-ყველა მხატვარია. პატარაობიდან ვაკვირდებოდი როგორ გამოჰყავდათ მათ ქაღალდზე ნაირ-ნაირი ფერები და საინტერესო ფორმები.  ასეთ სიტუაციაში მეც გამიჩნდა ხატვის სურვილი. დღეს დაახლოებით 50-მდე ნახატი მაქვს.

ბრილიანტის მწვანით მოხატული ფეხი და „უსახური ადამიანი“ანუ რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში

-როგორც გავიგე, შენი პირველი ნახატი საკუთარ ფეხზე ბრილიანტის მწვანით „შეასრულე“ ...

- ეს ამბავი ალბათ ბებომ მოგიყვათ და ძალიან მიყვარს მისი გახსენება. ზოგადად ბავშვებს ძალიან უყვართ პეპლების და ყვავილების ხატვა და მეც მიყვარდა. იყო დრო, მხოლოდ ყვავილებს ვხატავდი. დღეს ყველა მიმართულებით ვხატავ: ნატურმორტი, პეიზაჟი ან პორტრეტი და გამორჩეულად რომელიმე არ მიყვარს. მინდა ვიყო ყველა მიმართულების მხატვარი. ვიცი, რომ ეს გამიჭირდება, მაგრამ ყველანაირად შევეცდები.

ბრილიანტის მწვანით მოხატული ფეხი და „უსახური ადამიანი“ანუ რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში

-შენი პირველი გამოფენა გქონდა გალერეა „ვაჩეში“, რომლის დამაარსებელი, ინგა ვაჩეიშვილი მეცენატობით გამოირჩევა და გზას უკვალავს ახალბედა მხატვრებს...

-დიახ. „ვაჩეში“ მქონდა პირველი გამოფენა და აქვე, კიდევ ერთხელ მინდა ქალბატონ ინგას მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო. იმ გამოფენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მასზე ბევრი მნახველი მოვიდა.სიუჟეტი ტელევიზიამაც გააშუქა. მაშინ ბევრი გამოცდილი მხატვრის ქება და რჩევები მოვისმინე. ეს ჩემი პირველი დიდი მიღწევა იყო და ყოველთვის განსაკუთრებულად მემახსოვრება.

ბრილიანტის მწვანით მოხატული ფეხი და „უსახური ადამიანი“ანუ რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში

- შენს ზოგ ნახატში მისტიური ფიგურებია, თავად როგორ ხსნი ამას?

- ჩემი ყველაზე უცნაური ნახატებია : "უსახური ადამიანი " და "კატა კურდღლის თავით ხელში". უსახურ ადამიანში მე ვიგულისხმე არსება, რომელსაც არ გააჩნია გრძნობები და უნდა, რომ თავისი გული ამოიჭრას, რათა საკუთარი გრძნობა ასე უფრო კარგად დაინახოს... ხოლო კატა კურდღლის თავით ხელში ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში ერთმანეთს გადამტერებულ ადამიანებს შორისაც შეიძლება სიყვარული გაჩნდეს. ხატვის დროს არ მიფიქრია იმაზე, რომ ისინი ამეხსნა. ის, თუ რას ნიშნავდა თითოეული ფიგურა, ამ ყველაფერს გვიან მივხვდი...

ბრილიანტის მწვანით მოხატული ფეხი და „უსახური ადამიანი“ანუ რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში

- თუ გაქვს უკვე წარმოდგენა იმაზე, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ხელოვანი?

-ჩემი აზრით, ნამდვილ ხელოვანს უნდა შეეძლოს ფანტაზიის და რეალობის გარჩევა, მას უნდა შეეძლოს ფერებით თავისი გრძნობის გამოხატვა, საგნის, ბუნების ან ადამიანის გრძნობების აღქმა და მათი მნახველამდე მიტანა. ჩემთვის ყველა ნამდვილი მხატვარი საყვარელია, რადგან თუ მათ ბიოგრაფიებს გადავხედავთ, ყველას ტანჯვით და უდიდესი შრომის ფასად აქვს დიდება მოპოვებული. 

ბრილიანტის მწვანით მოხატული ფეხი და „უსახური ადამიანი“ანუ რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში

- ყველა თინეიჯერს ვეკითხები: რა მოგწონს და რა არა შენი თაობის ადამიანებში?

- ჩემი თაობის ადამიანებში არ მომწონს ის ,რომ თავისი აზრი, შეხედულება და გემოვნება არ გააჩნიათ. რამეს რომ დაინახავენ, მეორე დღესვე იგივეს იმეორებენ. კიდევ ის არ მომწონს, რომ ერთმანეთის მიმართ ერთგულები და მეგობრულები არ არიან. თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებისთვისაც არაფერს დავიშურებდი. მომწონს ის, რომ მათ შორის ბევრი ნიჭიერია.

-13 წლის ხარ -ანუ შექსპირის ჯულიეტას რომანტიულ ასაკში, შენი აზრით, რა უშლით ადამიანებს ხელს იმაში, რომ ბედნიერები იყვნენ?

- ადამიანს თავისი სისუსტეები და რაღაც გაურკვეველი შიში უშლის ხელს იმაში, რომ ბედნიერი იყოს. რადგან დღეს ბევრი ადამიანი ვარდება დეპრესიაში, ბევრი შიშის გამო იღუპება და ბევრიც ცუდ გზას ადგას. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ჩვენი უარყოფითი მხარეების, სისუსტეების დაძლევა და მაშინ ბედნიერებიც ვიქნებით...