წნორში ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდა მოკლა

მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი ალკოჰოლს ხშირად სვამდა და დეიდას ფულის გამოძალვის მიზნით აკითხავდა
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მკვლელობა მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქარელში ცოლისძმამ სიძე ცულით მოკლა – დაკავებულია ერთი პირი

გავრცელებული ინფორმაციით, დისშვილმა დეიდა, სავარაუდოდ, თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. ნასვამმა მამაკაცმა დეიდას ფული სთხოვა და უარის მიღების შემდეგ მოკლა.

მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი ალკოჰოლს ხშირად სვამდა და დეიდას ფულის გამოძალვის მიზნით აკითხავდა. პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება პატიმრობით 7-დან 15 წლამდე ვადით.