თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ქუთაისში, საცხოვრებელ ბინაში 21 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.
ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ნამწვით ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
გარდაცვლილს, გავრცელებული ინფორმაციით, ბინა დაქირავებული ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.