ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამლული მამა-შვილი გურჯაანიდან თბილისში გადმოიყვანეს

შემთხვევა სოფელ გურჯაანის ერთ-ერთ თონეში, სადაც 60 და 35 წლის მამაკაცები მუშაობდნენ, დღეს დილით მოხდა. 
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik.  ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი გურჯაანის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

საცხობში გაზის გაჟონვის გამო გურჯაანში მამა–შვილი მძიმე მდგომარეობაშია

შემთხვევა სოფელ გურჯაანის ერთ-ერთ თონეში, სადაც 60 და 35 წლის მამაკაცები მუშაობდნენ, დღეს დილით მოხდა.  ისინი უგონო მდგომარეობაში თანამშრომელმა ნახა.

როგორც კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ აცხადებენ, მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.