მსოფლიო დღეს

რომის პაპმა ქალს რამდენჯერმე დაარტყა: ინციდენტის ვიდეო

პონტიფიკოსმა სცადა, გამოეთავისუფლებინა ხელი, მაგრამ ქალს ის მაგრად ჰყავდა ჩაბღუჯული და მაშინ პაპმა რამდენჯერმა ჩაარტყა მას ხელებში. ინციდენტში კი სასწრაფოდ ჩაერთო ფრანცისკის დაცვა.
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკმა, რომის წმიდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეებთან შეხვედრისას, ქალს რამდენჯერმა ჩაარტყა ხელი ხელში. ინციდენტის ვიდეო CBS News−მა გამოაქვეყნა.

კადრებში ჩანს, როგორ სტაცა ერთ−ერთმა ქალმა პაპს ხელი და თავისკენ მოქაჩა, როდესაც ის ხალხს ახალ წელს ულოცავდა.

პონტიფიკოსმა სცადა, გამოეთავისუფლებინა ხელი, მაგრამ ქალს ის მაგრად ჰყავდა ჩაბღუჯული და მაშინ პაპმა რამდენჯერმა ჩაარტყა მას ხელებში. ინციდენტში კი სასწრაფოდ ჩაერთო ფრანცისკის დაცვა.