როგორი არიან პირველ იანვარს დაბადებულები – დახასიათება, რჩევები

გაეცანით 1 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
Sputnik

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1 იანვარი - 10 იანვარი

ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.
1-10 იანვარი ზოდიაქოს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

როგორი არიან პირველ იანვარს დაბადებულები – დახასიათება, რჩევები


ამ პერიოდში დაბადებულების ბედს მარსი განაგებს. ის მათ ანიჭებს სხვებზე ზემოქმედების, გარშემომყოფთა დამორჩილების, ყურადღების მიპყრობის უნარს, ამავე დროს, ეს ადამიანები ძალზე გულდახურული არიან.

თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

მათთვის მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 24, 30, 33, 57.

ამ პერიოდში დაბადებულთა ყვავილის სიმბოლოა ნაღველა (ყვითელი).

მიუხედავად დაბადებით სიმორცხვისა, ეს ადამიანები ჯიუტი არიან და ჩანაფიქრს ყოველთვის ასრულებენ. ისინი გამოირჩევიან მიზანსწრაფულობითა და ენერგიულობით, მათთვის თავისუფლება ბევრს ნიშნავს, აქედან მომდინარეობს სირთულეები ურთიერთობებში. მათთან მეგობრობის დაწყება რთულია, თუმცა, თუ „ბასტიონი დაეცა“, ეს მეგობრობა მტკიცე, საიმედო და ხანგრძლივი იქნება.

1 იანვარს დაბადებულები

ამ დღეს რთული ბედის მქონე ადამიანები იბადებიან. მათი ცხოვრება ადრეული ასაკიდან ბობოქარი მოვლენებით იქნება სავსე. ბუნებით ისინი მშვიდი, შრომისმოყვარე არიან, განვითარებული აქვთ ინტუიცია. ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა დიდი შრომით მოუწევთ. ხანდახან მათ დამსახურებებს სხვები მიიწერენ, მაგრამ თუ ყველა დაბრკოლების ღირსეულად გადალახვას შეძლებენ, გარშემომყოფთა უსამართლო მოპყრობის ჩათვლით, მოწიფულ ასაკში კომფორტული პირობების შექმნას შეძლებენ.

მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი>>

1 იანვარს დაბადებულები ავტორიტარული ხასიათით გამოირჩევიან. გარშემომყოფთ კარნახობენ რა საკუთარ წესებს, ყველაფერში დაჟინებით მოითხოვენ მკაცრ ორგანიზებულობასა და სისტემატიზაციას, თან მათი ბრძანებები ისმის როგორც სამუშაო კაბინეტში, ისე სახლში. ბევრ მათგანს კარგი განათლება აქვს მიღებული და ამიტომ ამას სხვებშიც აფასებენ. რაც უნდა მცდარი იყოს მათი შეხედულებები, მათი გადარწმუნება ძნელია. პირადი ამბიციების რეალიზაციის გზაზე მათივე პრინციპები დგას. ხანდახან, დასახული მწვერვალის დაპყრობის გზაზე, ისინი ზედმეტად პატიოსანი, კეთილშობილი, ძალზე მომთმენი არიან. პედანტურად ხელმძღვანელობენ რა წესრიგის დამყარების მისწრაფებით, 1 იანვარს დაბადებულები მთლიანად გამორიცხავენ იმპროვიზაციის შესაძლებლობებს, ასე მისდევენ გეგმას და საკუთარ თავს ამ გეგმისგან ერთი მილიმეტრით გადახვევის უფლებას არ აძლევენ მაშინაც კი, როცა მანევრის შესრულების აუცილებლობა დგება. ემოციური წონასწორობის დარღვევის ძალზე დაბალი ზღურბლი აქვთ და სწორედ მის მიღმა იშლება მათი ჭეშმარიტი, ბუნებრივი და მძლავრი იმპულსურობა.

2020 წლის ჰოროსკოპი - თხის რქა

1 იანვარს დაბადებულები, მოზაიკის მსგავსად, რამდენიმე, ხშირად რთული და ურთიერთსაწინააღმდეგო დეტალისგან შედგებიან. პასუხისმგებლობის გრძნობა მათ ხელს არ უშლის, გაუფრთხილებელნი იყვნენ საქმეებში და საკუთარ თავზე მათთვის წარმოუდგენელი ვალდებულებები აიღონ. მათი ემოციურობა ხანდახან იმდენად აღემატება ნებისმიერ ზღვარს, რომ გრძნობების გამოხატვა მათთვის შეუძლებელი ხდება. არიან რა ლიბერალური შეხედულებების მომხრე, ამავდროულად, შეუძლიათ იქადაგონ კონსერვატიზმი და იყვნენ რეაქციონისტებიც კი. ასეთი წინააღმდეგობრიობა ერთზე მეტყველებს - შიდა, განუწყვეტელ ბრძოლაზე, რომლის გაკონტროლება ყველას არ ძალუძს და 1 იანვარს დაბადებულები ამ ბრძოლაში ყოველთვის ვერ იმარჯვებენ. 

კარიერისთვის ამ ადამიანებს უღირთ, ცხოვრების გარკვეულ პერიოდში შეჩერდნენ და საკუთარი შემდეგი მიზნების შესახებ დაფიქრდნენ, და შესაძლებლობების, სისუსტეებისა და ხასიათის ძლიერი თვისებების დეტალური ანალიზის, წარმატების შანსების აწონილ-დაწონილი შეფასების შემდეგ დაადგინონ ცხოვრების შემდეგი გეგმები და დასახონ მიზნები. თუმცა, ამ დაგეგმვისას უნდა გააცალკევონ მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები. მათ გეგმების განსახორციელებლად უნდა მოთოკონ თავისი ემოციები, გამოიმუშაონ სტრესის მიმართ მდგრადობა, იყვნენ მომთმენნი, რათა გზიდან არ გადაუხვიონ. ესაა მთელი სირთულეც - 1 იანვარს დაბადებულები, როგორც წესი, ძალზე მგრძნობიარე არიან, ხშირად გადაიქცევიან ხოლმე მოუთმენელ ბავშვებად და შედეგად, თავადვე იზიდავენ სირთულეებს.

ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია>>

ამ დღეს დაბადებულებს არ უჭირთ მეგობრებთან ურთიერთობა. მასწავლებლის როლში კი მათ შეუძლიათ მოსწავლეების სიყვარულისა და სიმპათიის მოპოვება. სხვა საქმეა სამუშაო კოლექტივი, სადაც ურთიერთობები კონკურენტულ ბრძოლაზეა აგებული. ამიტომ 1 იანვარს დაბადებულებმა უნდა გამოიმუშაონ „ტყვიაგაუმტარი“ ემოციური „ჯავშანი“, რომ მათი მანიპულირება ვერავინ შეძლოს. თუ ასეთი ჯავშანი შეიქმნება, ოპონენტებისთვის მისი გარღვევა იოლი ნამდვილად არ იქნება.

ზოდიაქოს სამი „ტყვიაგაუმტარი“ ნიშანი

ასევე, ამ დღეს დაბადებულებს საკუთარი თავის მიმართ ძალიან მკაცრი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეთ. უნდა შეარბილონ ტონი და გაიაზრონ, რომ მარცხი - ნებისმიერის ცხოვრების ნაწილია.

1 იანვარს დაბადებულები თავს პრაქტიკოსებად და გამოუსწორებელ პრაგმატიკოსებად მიიჩნევენ, მაგრამ მათ უნდა გაიაზრონ თავისი სხვა მხარეებიც, მაგალითად - რომანტიკული და ეს რომანტიკული მისწრაფებები არ უნდა დათრგუნონ. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება მათი რეალიზმის ემოციურ სიღრმესთან შერწყმა, რადგან შეუძლიათ სწორი მიმართულების შერჩევა წარმატებისა და ბედნიერების მოსაპოვებლად.

ჯანმრთელობა:

1 იანვარს დაბადებულებს შინაგანი შფოთვა და ფარული შიშები აწუხებთ. ხშირად ამ სირთულეებს ფსიქოთერაპევტის გარეშე თავს ვერ ართმევენ. ფიზიკური დაავადებების მხრივ, უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები აწუხებთ. ასევე შეიძლება შეაწუხოთ ფსიქიკურ დარღვევებთან დაკავშირებულმა და სტრესებით გამოწვეულმა დაავადებებმა. ამიტომ მათ უარი უნდა თქვან თამბაქოზე, კარგად რომ გამოიყურებოდნენ, უნდა შეზღუდონ - შაქარი, ცომეული, ცხოველური ცხიმი. მათ ყველაზე ძალიან სიარული და ცურვა წაადგებათ.

ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

რჩევა:

თქვენი შერეული სიგნალები არასწორად აღიქმება, თავი აარიდეთ ამას. თავდაპირველად ჩამოაყალიბეთ სურვილი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვით. გარშემომყოფებთან ემოციების გაზიარება მშვენიერია და თავს ამის სიამოვნებას ნუ აუკრძალავთ. გახსოვდეთ, ცხოვრება სულ მშვიდი არ არის – ეს მხოლოდ ოცნებაა.