მსოფლიო დღეს

დღეიდან მარიხუანა აშშ-ის კიდევ ერთ შტატშია ლეგალიზებული

როგორც მწარმოებლებმა და გამყიდველებმა აღნიშნეს, რეალიზაციის პირველ დღეებში ზომებს მიიღებენ, რათა მთელი მარიხუანა გართობის მიზნით მისი მოხმარების მოყვარულებმა არ დაიტაცონ
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. აშშ-ში, ილინოისის შტატში, 2020 წლის 1 იანვრიდან ნებადართულია მარიხუანას რეალიზაცია რეკრეაციული მიზნით, იუწყება ვებგვერდი weedmaps.com.

ილინოისი გახდა აშშ-ის რიგით მეთერთმეტე შტატი, რომელშიც მარიხუანა სრულადაა ლეგალიზებული. ამიერიდან აშშ-ის ნებისმიერი 21 წელს მიღწეული მოქალაქე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას მარიხუანას ურეცეპტოდ შეძენას შეძლებს.

ზურაბ ჯაფარიძე: „ჯიბეში მაქვს სამი ცალი ჯოინთი და ეს არის გასაღება...“

ილინოისის მცხოვრებლებისთვის ნებადართულია 30 გრამამდე კანაფის, ტჰკ-ს ფსიქოაქტიური კანაბიოიდის 5 გრამამდე კონცენტრატის, ან საკვებსა თუ სასმელში გაზავებული 500 მილიგრამამდე ტჰკ-ს შენახვა. სხვა შტატიდან ჩამოსულთათვის ეს მოცულობა ორჯერ ნაკლები იქნება. 

ამასთან, მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან არასრულწლოვანთა თანდასწრებით კვლავ აკრძალულია. ჩიკაგოს ხელისუფლებამ დაადგინა, რომ სახლის უკანა ეზო ან საცხოვრებელი სახლის აივანი საჯარო სივრცედ არ მიიჩნევა.

სამედიცინო მარიხუანას გასაღების 55 ობიექტიდან 35-მა მიიღო ლიცენზია და იანვრიდან რეკრეაციული მიზნით კანაფის გაყიდვას დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ შენახვა და მოხმარება ლეგალიზებულია, მარიხუანას გასაღების ნებართვას გასცემენ შტატის ცალკეული ქალაქების ადმინისტრაციული ორგანოები. ნივთიერების სიძლიერის მიხედვით, ის ღირებულების 10-25 პროცენტით დაიბეგრება.

როგორც ამერიკელი მეწარმეები და გამსაღებლები აღნიშნავენ, რეალიზაციის პირველ დღეებში ზომებს მიიღებენ, რათა მთელი მარიხუანა გართობის მიზნით მისი მოხმარების მოყვარულებმა არ დაიტაცონ, რადგან მცენარე ავადმყოფებს სჭირდებათ. როგორც ცნობილია, მარიხუანას წამლის სახით იყენებენ ქიმიოთერაპიით გამოწვეული ღებინებისას, მადის გასაძლიერებლად შიდსით დაავადებული ადამიანებისთვის, ასევე ქრონიკული ტკივილებისა და კუნთების სპაზმისას.