საქართველოში 1 იანვრიდან შემწეობა და პენსიები გაიზარდა

მთავრობა აპირებს გააუმჯობესოს მწვავე და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესალებლობების მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სოციალური მდგომარეობა
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. 2020 წლის 1 იანვრიდან დაახლოებით 114 ათასი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებს.

კანონის „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ თანახმად, სპეციალური პაკეტი შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის მინიმუმ 20 ლარით იზრდება.

ახალი წელი – ახალი წესები: რა ამოქმედდა საქართველოში 1 იანვრიდან

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებები ეხება შეზღუდული შესაძლებლობების ყველა კატეგორიის პირებს, მათ შორის 18 წლამდე ბავშვებს.

„პროექტის მიზანია ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირთა და შშმ ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება“, – აცხადებენ სამინისტროში

უწყებაში განმარტავენ, რომ 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირველი ჯგუფის პირები და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები 18 წლამდე მიიღებენ 30 ლარით გაზრდილ სოციალურ დახმარებას. ამ მიზნით უწყება ყოველ წელს დაახლოებით 35 მილიონ ლარს გამოყოფს.

სპეციალური პაკეტებისა და პენსიების გაზრდა 2020 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.

როგორ მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა საქართველოში: ბოლო მონაცემები>>

2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ პენსიონერები.

ახალი წლიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები 220 ლარის ნაცვლად მიიღებენ 164 ლარს. 70 წელს ზევით პენსიონერები, რომლებიც ასევე მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრეობენ, 1 ივლისიდან 300 ლარამდე პენსიას მიიღებენ.