ოპოზიციონერები ახალ წელს პარლამენტის წინ შეხვდებიან

საქართველოს პარლამენტის წინ სპონტანური აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების კარვები აიღო.
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ახალი წლის შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წინ გეგმავენ.

პოლიციამ ღამით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტების კარვები აიღო, რომლებიც ნოემბრის შუა რიცხვებიდან ქვეყნის საარჩევნო სისტემის შეცვლას მოითხოვენ. ამჟამად ამ ადგილზე საბავშვო ატრაქციონები დგას.

ოპოზიციონერები ახალ წელს პარლამენტის წინ შეხვდებიან

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტის ნიკა ნოზაძის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტები ახალ წელს პარლამენტის წინ შეხვდებიან, მაგრამ დეტალების შესახებ ისინი დღის განმავლობაში ისაუბრებენ.

პოლიციასთან დაპირისპირება და ატრაქციონები – პარლამენტთან კვლავ ხმაური იყო

„ნამდვილად ვაპირებ, რომ აქ შევხვდე ახალ წელს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელია.

პარლამენტის წინ კარვების აღების დროს პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ცხრა ადამიანია დაკავებული.

როგორც ტელეკომპანია „მთავარი არხი“ აცხადებს, აქტივისტები დღისით პარლამენტის წინ შეშისგან ნაძვის ხის დადგმას აპირებდნენ, მაგრამ მათი გეგმები ჩაიშალა.