ქაშიბაძე: ვაფრთხილებ მოსახლეობას... პროტექნიკა ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს
© Sputnik
„ჩვენი მოსახლეობის მრავალჯერადი გაფრთხილებისა, მაინც საკმაოდ ხშირია პიროტექნკით დაზიანებული პაციენტები, განსაკუთრებით ბავშებში. დაახლოებით 60% შემთხვევებისა ბავშვებზე მოდის, ხოლო 40 - მოზრდილებზე. თითქმის ყველა შემთხვევა არის ელემენტარული უსაფრთხოების წესების დაუცველობა. ძალიან ხშირად ზიანდება მარჯვენა მტევანი, სახის არე, გულმკერდის არე. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ პროტექნიკა ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს“ - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანლის განმარტებით, თუ პიროტექნიკის გამოყენებას მოსახლეობა გადაწყვეტს, უსაფრთხოების ელემენტარული წესები აუცილებლად უნდა დაიცვას.