თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2019 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, გასული წლის ნოემბერთან შეადრებით, 6%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
თბილისში ბინების ფასები ლარში გაიზარდა, ხოლო დოლარში – შემცირდა>>
ღირებულების ზრდა, ძირითადად, მუშების ყოველთვიური საშუალო ხელფასის 16,6%-ით გაზრდამ გამოიწვია.
მიმდინარე წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4,6%-ით, ძირითადად, ყოველთვიური საშუალო ხელფასის 13,4%-ით გაზრდის ხარჯზე გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 1,9 მილიონი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 221 802 ობიექტი. 2018 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, ობიექტების ფართობი 32,3%-ით გაიზარდა, ხოლო რაოდენობა 1,5%-ით შემცირდა.
ქალაქის შენებას რა უნდა? – შეცვლილი „მისამღერი“ და „არაშენდას“ პერსპექტივა...>>
საქართველოში 2019 წლის იანვარ-სექტემბერში ხელისუფლების მუნიციპალურმა ორგანოებმა თითქმის 5,6 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის 7,8 ათასი მშენებლობის ნებართვა გასცეს. 2018 წლის სამ კვარტალთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 1,2%-ით გაიზარდა, ხოლო ფართობი – 23,9%-ით.