მსოფლიო დღეს

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან საქართველოს საკონსულო დაწესებულებები ანკარასა და სტამბულში.
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თბილისიდან სტამბულის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი ჩანქირის პროვინციაში ავარიაში მოყვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევა ილგაზის რაიონში დღეს, დილით მოხდა.

მოსკოვი-თბილისის ავტობუსი ამოტრიალდა: დაშავებულ მგზავრებს საქართველოში გადმოიყვანენ

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ, რა დროსაც თურქეთის ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა. გარდა ამისა, შედარებით მსუბუქად დაშავებულია 21 მგზავრიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში მყოფი 31 მგზავრიდან უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.

დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური და პოლიცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ ინფორმირებული არიან საქართველოს საკონსულოები ანკარასა და სტამბულში.