თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით, საქართველოს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებისა და ყაზახეთის „ტობოლის“ ნახევარმცველი ჯაბა ანკავაა. მას GFF Awards–ის ჯილდო გადაეცა.
შოთა არველაძე - სეზონის შედეგებით უზბეკეთის საუკეთესო მწვრთნელია>>
საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის გარდა, GFF Awards–ის პრიზები სხვა ნომინაციებშიც გაიცა, მათ შორის:
- საუკეთესო ფეხბურთელი ქალი – ტატიანა მატვეევა („ტენერიფე“, ესპანეთი)
- საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – ლეგიონერი ბრაზილიიდან ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმის „დინამო“)
- საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ზურიკო დავითაშვილი (ყაზანის „რუბინი“)
- საუკეთესო მწვრთნელი – გია გეგუჩაძე (ბათუმის „დინამო“).
კენჭისყრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული და პირველი ლიგის მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, საქართველოს ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები, მასმედიის წარმომადგენლები, ასევე ქართული ფეხბურთის ვეტერანები.