ცნობილი გახდა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენების ვინაობა

ყოველწლიურად ოლიმპიური კომიტეტი დეკემბრის ბოლოს წელს აჯამებს და სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენებს აჯილდოებს.
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

ლაშა ტალახაძე თურქეთში საერთაშორისო ტურნირის ტრიუმფატორი გახდა

ლაშა ტალახაძესთან ერთად წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულისთვის იბრძოდნენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.

ტალახაძე ზედიზედ მეოთხედ გახდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი – მიმდინარე წელს მან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები მოიგო და ახალი რეკორდები დაამყარა.

სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა);

საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში – მარია კაზაკოვა და გიორგი რევია (ფიგურული სრიალი);

ნინო სალუქვაძე — სპორტსმენი, რომლის ანგარიშზეც ყველა ღირსების ოლიმპიური მედალია

წლის აღმოჩენა, ოლიმპიური იმედი (ვაჟი) – ლუკა მაისურაძე (ძიუდო);

წლის აღმოჩენა, ოლიმპიური იმედი (გოგონა) – ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო);

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი (23 წლამდე) – გოგა ბითაძე (კალათბურთი);

საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი ჭიდაობა);

ქალთა სპორტში საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი თენაძე (ძიუდო);

საუკეთესო სპორტული მენეჯერი – საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი;

საუკეთესო სპორტული ფედერაცია – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია;

ოლიმპიური მოძრაობის მედიამხარდამჭერი – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“;

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საუკეთესო რეგიონული ორგანიზაცია – ქვემო ქართლის;

ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერები კომპანიები – „საქართველოს ბანკი“, სააფთიაქო ქსელი „ავერსი“, ღვინის კომპანია „თელიანი ველი“;

საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ირმა ხეცურიანი (ფარიკაობა).

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ყოველწლიურად დეკემბრის ბოლოს წელს აჯამებს და სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენებს აჯილდოებს.