თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენდა, სარემონტო სამუშაოები თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანია "კონსტრაქშენ სერვისმა" განახორციელა.
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. თბილისში თამარ მეფის ხიდის პანდუსის სარემონტო სამუშაოები დასრულდა, აღდგა ავტომობილების გადაადგილება, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

დაუყოვნებლივ გადააკეთონ! – თბილისის მერი მშრალი ხიდის სარემონტო სამუშაოებით უკმაყოფილოა

შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა კოჭები, მოხდა ბურჯების თავების გარემონტება, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობა.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენდა, სარემონტო სამუშაოები თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანია "კონსტრაქშენ სერვისმა" განახორციელა.

თამარ მეფის სახელობის ხიდი აღმაშენებლის გამზირსა და გმირთა მოედანს აკავშირებს. ხიდის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო და 1935 წელს გაიხსნა.

გახსნის შემდეგ ხიდს ჩელუსკინელების ხიდი ერქვა, 1989 წლიდან კი ხიდი თამარ მეფის სახელს ატარებს. ხიდის არქიტექტურა ნიკოლაი სევეროვს ეკუთვნის.