ნოვაკი: სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებას ხელს ვერ შეუშლის

მინისტრის თქმით, ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ შვეიცარიული კომპანია Allseas ვერ შეძლებს თავისი სამუშაოების დასრულებას.
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა, სანქციების მიუხედავად, მაინც დასრულდება, განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა. 

„დარჩენილია 160 კმ-ზე ოდნავ ნაკლები მილის გაყვანა“, — აღნიშნა მან.  
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“: შვეიცარიულმა Allseas-მა ბალტიის ზღვაში გაზსადენზე მუშაობა შეწყვიტა

მინისტრის თქმით, ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ შვეიცარიული კომპანია Allseas ვერ შეძლებს თავისი სამუშაოების დასრულებას — ამ დროისათვის კომპანია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსგან სანქციების შესახებ განმარტებას ელოდება. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს ხელი მოაწერა თავდაცვით ბიუჯეტს 2020 საფინანსო წლისთვის, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის და ასევე „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ სანქციებსაც მოიაზრებს.

შეერთებულმა შტატებმა აღნიშნულ პროექტებში ჩართულ კომპანიებს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ მშენებლობა, რის შემდეგაც Allseas-მა ბალტიის ზღვიდან საკუთარი ტექნიკა გაიყვანა და მუშაობა შეაჩერა.