აჭარაში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან, თუმცა ადამიანები უსახლკაროდ დარჩნენ.
Sputnik

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. შუახევის მუნიციპალიტეტის ბარათაულის თემში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება პირველი არხი საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურზე დაყრდნობით.

შუახევში სამი სახლი დაიწვა

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. ცეცხლი მეოთხე სახლზეც გავრცელდა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა.

შუახევის მერიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადამიანები უსახლკაროდ დარჩნენ.

დამწვარია დამხმარე ნაგებობებიც.

ბარათაულის თემში ხანძარი 24 დეკემბერსაც გაჩნდა. მაშინ ორი სახლი მთლიანად, მესამე კი ნაწილობრივ დაიწვა.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახებს შუახევის მერია 15 ათასი ლარით დაეხმარება.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.