როსტომაშვილი: საქართველოში მიწისქვეშა კომუნიკაციების ელექტრონული რუკა არ არსებობს

თბილისელები არაერთხელ გადააწყდნენ იმას, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს დაზიანდა წყლის მილები, კანალიზაცია, ტელესაკომუნიკაციო კაბელები
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში მიწისქვეშა კომუნიკაციების ერთიანი ელექტრონული რუკის შექმნა უფრო ეფექტური და უსაფრთხო მშენებლობისთვის არის აუცილებელი, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი როსტომაშვილმა.

ათობით ოჯახმა ბავშვებით ღამე ქუჩაში გაატარა - საგანგებო მდგომარეობა თბილისის გარეუბანში >>

თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებლები არაერთხელ გადაწყდნენ იმ ფაქტს, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს დაზიანდა მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყლის მილები, კანალიზაცია, ტელესაკომუნიკაციო კაბელები. დამატებითი ხარჯების გარდა, ეს მოსახლეობას დიდ დისკომფორტს უქმნის.

აფეთქება გლდანში: მობილიზებულია გაზის საავარიო სამსახური

„როდესაც მე ვყიდულობ რაიმე ტერიტორიას და მსურს პროექტის განხორციელება, უნდა ვიცოდე სად რომელი მიწისქვეშა კომუნიკაცია გადის. რამდენჯერ მოხდა ისე, რომ სამშენებლო კომპანიებმა მუშაობის დროს გადაჭრეს უზარმაზარი ინტერნეტკაბელი ან მილი გახეთქეს", - განაცხადა როსტომაშვილმა.

მისი თქმით, კომუნიკაციების ელექტრონული რუკა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უნდა არსებობდეს.

„თბილისში ეს მერიამ უნდა გააკეთოს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით ეს საკითხი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა გადაჭრას. ეს არ მოითხოვს სახსრებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. უბრალოდ უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა, რომელშიც შეგროვდება მთელი ინფორმაცია ჩატარებული სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ", - აღნიშნა როსტომაშვილმა.

მისი წინადადებით, პირველ ეტაპზე პროექტი უნდა დაიწყოს საქართველოს დედაქალაქიდან. როსტომაშვილი თვლის, რომ მიწისქვეშა კომუნალური კომუნიკაციების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და უნდა აისახოს თბილისის მერიის ინტერაქტიულ რუკაზე.