გურიაში, სოფელ მამათთან ხანძარია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, დარჩენილია რამდენიმე პატარა კერა.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. გურიაში, სოფლების აცანისა და მამათის საზღვარზე ბალახის საფარს და ჩამოცვენილ ფოთლებს ცეცხლი უკიდია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.  

ხანძარი დოლიძის ქუჩაზე - ადგილზე ექვსი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ხანძარი გუშინ, ღამით გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, დარჩენილია რამდენიმე პატარა კერა. 

ადგილზე 20-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.