ზუგდიდში ყაჩაღობის ფაქტზე 22 წლის მამაკაცი დააკავეს

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღებიდან ცხელ კვალზე დააკავეს წარსულში ნასამართლევი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მკვიდრი მამაკაცი.
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდში, სუპერმარკეტში შაბათს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, იუწყება პირველი არხი.

ყაჩაღობა ზუგდიდში - სუპერმარკეტის მოლარეს მამაკაცი თავს დაესხა

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენიდან ცხელ კვალზე დააკავეს წარსულში ნასამართლევი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მკვიდრი 22 წლის მამაკაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, შაბათს გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, 300 ლარამდე თანხა მუქარით წაართვა მოლარეს და ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.