დმიტრი კისელიოვი: ევროპაში სახიფათო პრეცედენტი იქმნება

ესტონეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ქმედებების საფუძვლად დაასახელა სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა 2014 წლის 17 მარტს დაუწესა Россия сегодня-ს გენერალურ დირექტორ დმიტრი კისელიოვს.
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. სანქციები Sputnik ესტონეთის წინააღმდეგ სახიფათო პრეცედენტს ქმნის, რომელსაც ჯაჭვური რეაქციის გამოწვევა შეუძლია მთელ ევროპაში, განაცხადა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.

მისი თქმით, ესტონეთმა თავისი ქმედებების საბაბად ევროკავშირის მიერ 2014 წელს პირადად კისელიოვის მიმართ დაწესებული პერსონალური სანქციები გამოიყენა.

„ესტონეთის ხელისუფლების პოზიცია Sputnik-ის მიმართ სახიფათოა კიდევ იმიტომ, რომ ამგვარად ევროკავშირის შიგნით იქმნება პრეცედენტი, რომელსაც ევროპაში ჯაჭვური რეაქციის პროვოცირება შეუძლია. ამიტომ Sputnik-ის სტატუსის საკითხი ტალინში ლოკალური თემა კი არ არის, არამედ მთელი კონტინენტისთვის პრინციპის შემუშავებაა“, — აღნიშნა კისელიოვმა.

მასთან მან ხაზი გაუსვა, რომ მასმედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა არლემ დეზირმა მოუწოდა ესტონეთის ხელისუფლებას, თავი შეიკავონ Sputnik-ის მუშაობის არასაჭირო შეზღუდვებისგან. 

შეწყვიტეთ შეზღუდვა: ეუთოს წარმომადგენელმა სააგენტოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესტონეთის ხელისუფლება სისხლის სამართლის დევნით დაემუქრა Sputnik ესტონეთის თანამშრომლებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2020 წლის 1 იანვრამდე არ შეწყვეტენ თანამშრომლობას რუსულ მედიასთან. აღნიშნული ქმედებების საფუძვლად დასახელდა სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა 2014 წლის 17 მარტს დაუწესა Россия сегодня-ს გენერალურ დირექტორ დმიტრი კისელიოვს. ამასთან, თავად სააგენტო არ არის აღნიშნული არცერთ სასანქციო სიაში და ამასთან, ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ ტარდება მსგავსი ღონისძიებები მისი თანამშრომლების მიმართ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვითარებას აღმაშფოთებელი უწოდეს და აღნიშნეს, რომ ესტონეთის ხელისუფლება „ისეთ ტოტალიტარულ მეთოდებზე გადავიდა, როგორიცაა რუსული საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლებისა და მისი პარტნიორების უხეში დაშინება სადამსჯელო ზომებით“.