მსოფლიო დღეს

„მალე სუნთქვასაც აგვიკრძალავენ“ - ზახაროვა აშშ-ის სანქციების შესახებ

რუსული საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღებით აღშფოთებულია
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. 22 ტრილიონი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ვალის მქონე სახელმწიფო სხვა ქვეყნებს ეკონომიკის განვითარებას უკრძალავს, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, მილსადენების - „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „თურქეთის ნაკადი“ - წინააღმდეგ ამერიკული სანქციების შემოღების კომენტირებისას.

კრემლში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მაინც დასრულდება >>

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ მილსადენების „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „თურქეთის ნაკადი“ წინააღმდეგ ამერიკული სანქციები დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში და რომ აშშ მილსადენის გამყვანი კომპანიებისგან სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს.

„სესხის ხარჯზე ცხოვრების ამერიკულმა იდეოლოგიამ მსოფლიო კონკურენციას ვერ გაუძლო, რასაც რეგულარულად ადასტურებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო, როდესაც „ეკონომიკური დაპატიმრების ახალ ორდერს“  გამოწერს“, - დაწერა ზახაროვამ Facebook-ში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამერიკული ხელისუფლების ქმედებებით აღშფოთებულია.

გერმანია აშშ-ს მოუწოდებს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ სანქციებზე

„მალე სუნთქვას აკრძალავენ. და ბევრი შეასრულებს კიდეც“, - აღნიშნა მან.

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. 

პროექტის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის უკრაინა, რომელსაც რუსული გაზის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების დაკარგვისა ეშინია. ასევე წინააღმდეგები არიან პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და აშშ, რომლებიც ევროკავშირში საკუთარი თხევადი აირის დაწინაურებას ახორციელებენ.