თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ში აიოვას შტატის მცხოვრებ ადოლფო მარტინესს სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ადგილობრივი ეკლესიის ლგბტ თემის დროშის დაწვისთვის, იუწყება გაზეთი Des Moines Register.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ თვეში 30 წლის მარტინესი დამნაშავედ ცნეს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულში, მესამე ხარისხის შეურაცხყოფასა და ცეცხლის უპასუხისმგებლო გამოყენებაში.
როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის ზაფხულში ადოლფო მარტინესმა მოიპარა ლგბტ თემის ბანერი, რომელიც ქრისტე ეიმსის გაერთიანებულ ეკლესიასთან ეკიდა, და დაწვა იგი. მამაკაცი პოლიციამ დააკავა და მან დანაშაული აღიარა.
როგორც ოლქის ადვოკატი ჯესიკა რეინოლდსი აცხადებს, სიძულვილის ნიადაგზე დანაშაული მარტინესს იმ ქონების დაზიანების გამო მიესაჯა, რომელიც სექსუალური ორიენრტაციისადმი კუთვნილებას გამოხატავდა.