საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მინისტრების შეხვედრა თბილისში გაიმართება

საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მერვე სამმხრივი შეხვედრა თბილისში ჯერ კიდევ 16 დეკემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ თურქული მხარის თხოვნით გადაიდო.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა დეკემბრის ბოლომდე თბილისში გაიმართება, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

ამჟამად მხარეები მერვე სამმხრივი შეხვედრის მოსახერხებელ თარიღს არჩევენ, აღნიშნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბაქოში სამი ქვეყნის სპეცრაზმების წვრთნები დაიწყო

„შეხვედრა აუცილებლად გაიმართება დეკემბრის ბოლომდე", – განაცხადეს საგარეო უწყებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის ჩატარების გეგმებზე გუშინ ისაუბრა.

შეხვედრა თბილისში ჯერ კიდევ 16 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ თურქული მხარის თხოვნით გადაიდო.

საგარეო საქმეთა მინისტრების წინა სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის ფორმატში 2018 წლის 29 ოქტომბერს სტამბულში გაიმართა.