მსოფლიო დღეს

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან

ქართველ მეზღვაურებს ბრალად ედებოდა ნავთობის უკანონოდ გადაზიდვა, თუმცა მოგვიანებით მათ ყველა ბრალდება მოეხსნა
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. პატიმრობიდან გათავისუფლდა ორი ქართველი მეზღვაური, რომლებიც ლიბიაში ორი წლის წინ დააკავეს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონსტანტინე კონსტანტინიდმა.

ქართველი მეზღვაური ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნდა >>

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც ტანზანიის დროშით მცურავ გემზე იმყოფებოდნენ, ეკიპაჟის დანარჩენ წევრებთან ერთად 30 აგვისტოს ლიბიის წყლებში დააკავეს. გემი არალეგალური ტვირთის გადაზიდვაში ეჭვის საფუძველზე დააკავეს.

„ჩვენი მეზღვაურები ხანგრძლივი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. დავუკავშირდით ადგილზე ადვოკატს, ჩვენი საელჩო ადგილზე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. გავარკვიეთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლიბიაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი უკვე იმყოფებიან სასჯელაღსრულებითი დაწესებულების გარეთ და უახლოეს დღეებში გამოემგზავრებიან საქართველოში“, - განაცხადა კონსტანტინიდმა.

მან განმარტა, კონკრეტულად რაში სდებდა ბრალს ლიბიის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს.

მეკობრეებმა ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

„თავდაპირველად სასამართლომ მათ რამდენიმე ბრალდება წაუყენა, კერძოდ ნავთობის უკანონოდ გადაზიდვა, ლიბიის ტერიტორიულ წყლებში უკანონოდ შესვლა და ლიბიელი ხალხისთვის ეკონომიკური ზიანის მიყენება. (საქართველოს - რედ.) საგარეო საქმეთა სამინისტრო მეზღვაურების დაკავების პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში, ავამუშავეთ ყველა დიპლომატიური ბერკეტი“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მისი თქმით, ქართველ მეზღვაურებს მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა ჰქონდათ დაკისრებული, თუმცა მოგვიანებით მათ აღნიშნული ბრალდებაც მოეხსნათ.