მსოფლიო დღეს

ზელენსკი ბაქოში მიემგზავრება – ვიზიტის დეტალები

უკრაინისა და აზერბაიჯანის ლიდერები ხელს მოაწერენ დოკუმენტებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი 16-17 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა აზერბაიჯანს, ნათქვამია უკრაინის ლიდერის ოფიციალურ საიტზე.

ვიზიტის ფარგლებში მოსალოდნელია უკრაინის ლიდერის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ამასთან, დაგეგმილია მთელ რიგ ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა ორ ქვეყანას შორის პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ უკრაინულ-აზერბაიჯანული ბიზნეს-ფორუმის მუშაობაში. 

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმირ ზელენსკი ასევე შეხვდება აზერბაიჯანში უკრაინული თემის წარმომადგენლებს.