რაზე ხარჯავენ ფულს საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მოგზაურობისას

საქართველოს მცხოვრებლები ქვეყანაში ძირითადად ნათესავების ან მეგობრების მონახულების მიზნით მოგზაურობენ, ასევე დასასვენებლად და გართობისთვის.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში შიდა ტურისტების რაოდენობა 2019 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

უწყების ცნობით, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში თვეში საშუალოდ 918,4 ათასმა მოქალაქემ იმოგზაურა. მათ სხვა დასახლებულ პუნქტებში 1,1 მილიონი მგზავრობა განახორციელეს, აქედან ტურისტული მიზნით – 710,3 ათასი.

რა მიზნით დადიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ>>

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ტურისტული ვიზიტების რიცხვი საშუალოდ თვეში 11,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე.

ამასთან, მესამე კვარტალში ქვეყნის მცხოვრებლები უმეტესად ნათესავებსა და მეგობრებს სტუმრობდნენ. ასევე ხშირი იყო მგზავრობა დასვენებისა და გართობისთვის.

ტურისტი-რეზიდენტების ვიზიტების მიზნები საქართველოში. თვის საშუალო მაჩვენებლები

ვიზიტის მიზანი

ვიზიტების რაოდენობა - ათასი

ილი ვიზიტების საერთო რაოდენობიდან - %
ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან630,645,4
დასვენება და გართობა229,616,5
მეორე სახლში (აგარაკზე) სტუმრობა159,811,5
შოპინგი158,411,4
მკურნალობა102,57,4
პროფესიული საქმიანობა52,83,8
მომლოცველობა28,02,0
განათლება13,21,0
სხვა14,81,0

ამასთან, მოსახლეობის უმეტესობა მესამე კვარტალში ესტუმრა თბილისს, იმერეთს, აჭარას, სამეგრელო–ზემო სვანეთსა და კახეთს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ტურიზმიდან შემოსავლები დაითვალა>>

მოგზაურობისას მოქალაქეებმა ყველაზე მეტი ფული დახარჯეს საყიდლებზე, საკვებსა და სასმელზე, ტრანსპორტზე.

საქართველოს მოქალაქეების, როგორც ტურისტების ხარჯები. თვის საშუალო მაჩვენებლები

ხარჯის სახეობახარჯი - მლნ ლარიერთი ვიზიტის ხარჯი - ლარი
საკვები და სასმელი74,053,3
საყიდლები69,249,8
ტრანსპორტი37,827,2
განთავსება16,511,9
გართობა3,92,8
სხვა34,024,5

შიდა ტურისტებს შორის 55,6% ქალია.