თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. სანქციების ზრდისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიუხედავად, შეიარაღების გლობალურ ბაზარზე რუსეთის პოზიციები მყარდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
სახელმწიფოს მეთაურმა ჩაატარა სხვა სახელმწიფოებთან რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელზეც მონაწილეებმა 2019 წელს შესრულებული სამუშაოს შედეგები და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში საკვანძო პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს.
„რუსული შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ექსპორტი იზრდება: წელს გავიტანეთ 13 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი სიტყვებით, ეს ორი მილიარდით აღემატება გასული წლის იმავე მაჩვენებელს.
„რუსეთის პოზიციები შეიარაღების გლობალურ ბაზარზე მყარდება და ეს სანქციების რეჟიმის გაძლიერებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მიუხედავად“, - განაცხადა პუტინმა სხდომაზე.
ნატოს საიუბილეო სამიტი: რაზე ილაპარაკეს ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა >>
მისი თქმით, ექსპორტის განვითარებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საგამოფენო ღონისძიებებსაც.
სახელმწიფოს მეთაურის აზრით, აუცილებელია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სუბიექტების უფლებების გაფართოება ადრე ექსპორტირებული ტექნიკისთვის საზღვრებს გარეთ სათადარიგო ნაწილების ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად.
„მაგრამ ახალი მიმართულებებიც - საზღვარგარეთ სათადარიგო ნაწილების დამამზადებელი ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად ადრე მიწოდებული ტექნიკისათვის, მეტად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამისათვის აუცილებელია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სუბიექტების უფლებების გაფართოება და სამართლებრივ ბაზაში ცვლილებების შეტანა“, - აღნიშნა პუტინმა.