მაშველებმა სვანეთში აილამას მთაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს

ალპინისტი მწვერვალზე ორი დღე იმყოფებოდა და ფეხების მოყინვის გამო დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. ქართველმა მაშველებმა იპოვეს მამაკაცი, რომელიც ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე იყო ჩარჩენილი, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მაშველებმა სვანეთში აილამას მთაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს

მამაკაცის ძებნა წუხელ ღამით მას შემდეგ დაიწყო, რაც დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში დახმარების თხოვნით შეტყობინება შევიდა.

მაშველებმა ჯანდარის ტბაზე დაკარგული ახალგაზრდების ცხედრები იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში დარეკა ადამიანმა, რომელიც ასევე იმყოფებოდა მთის მწვერვალზე, მაგრამ უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა შეძლო.

დილიდან, ხილვადობის აღდგენის შემდეგ, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. 

მაშველებმა სვანეთში აილამას მთაზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს

დაშავებული მამაკაცი ვერტმფრენით გადაიყვანეს თბილისში, ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში. პირველადი სამედიცინო დახმარება მას პოლიციის ვერტმფრენში, გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს.