მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე, სადაც მსოფლიოში ყველაზე ხშირად ხდება სტიქიური უბედურებები, მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. ფილიპინებზე 6,8 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებაში (USGS).

ეპიცენტრი დასახლებული პუნქტ მაგსაისაიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კილომეტრში მდებარეობდა.

ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის საშინელი შედეგები - ფოტო

მიწისძვრა თბილისის დროით 10:11 საათზე დაფიქსირდა. კერა 28,2 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

ფილიპინები - ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც სტიქიური უბედურებები ყველაზე ხშირად ხდება.

გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქვეყანაში ხშირია მიწისძვრები და ვულკანური აქტიურობა. ფილიპინები წყნარი ოკეანეს „ცეცხლოვანი რგოლის“ - სეისმურად აქტიური რკალის ნაწილია.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა >>

ბოლო ძლიერი მიწისძვრა აქ 29 ოქტომბერს დაფიქსირდა: ის 6,8 მაგნიტუდის იყო და მისი ეპიცენტრი კისანტეს რაიონიდან 10 კილომეტრში მდებარეობდა.