„მე ყველაფერი მაქვს“ - თუთბერიძის ყველაზე ტიტულოვანმა აღსაზრდელმა პაუზა აიღო

ოლიმპიური ჩემპიონი ინდივიდუალურ ფიგურულ ციგურაობაში ალინა ზაგიტოვა მიიჩნევს, რომ სპორტსმენს „რაღაც უნდა აკლდეს“
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. წარმატებულმა რუსმა მოციგურავე ალინა ზაგიტოვამ, რომლის მწვრთნელი ეთერი თუთბერიძეა, გადაწყვიტა დროებით შეწყვიტოს სპორტული კარიერა, რადგან მას ყინულზე გასვლის სურვილის დაბრუნება სჭირდება.

ოთხმაგი სალხოვი: თუთბერიძის 13 წლის მოსწავლემ ურთულესი ნახტომი შეასრულა >>

მოციგურავემ აღნიშნა, რომ უკვე მოიგო „ყველაფერი, რაც შეეძლო მოეგო“.

„ოლიმპიური თამაშების შემდეგ მე მოვიგე მსოფლიო ჩემპიონატი და ამით ყველაფერი ნათქვამია... ახლა ყველაფერი მაქვს. ცხოვრებაში კი რაღაცა უნდა გაკლდეს. სპორტსმენები, რომლებმაც ეს გზა გაიარეს, გამიგებენ“, - განაცხადა მან პირველი არხის ეთერში.

ზაგიტოვამ განაცხადა, რომ გამოტოვებს რუსეთის ჩემპიონატს, ასევე არ წარდგება ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

მოციგურავემ ასევე განაცხადა, რომ დიდი სპორტიდან წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, ის ვარჯიშს და შოუში გამოსვლას განაგრძობს.

ზაგიტოვამ ასევე აღნიშნა, რომ თავის მწვრთნელებთან რჩება.

„მე ყველაფერი მაქვს“ - თუთბერიძის ყველაზე ტიტულოვანმა აღსაზრდელმა პაუზა აიღო

სპორტსმენის მწვრთნელმა ეთერი თუთბერიძემ განაცხადა, რომ ზაგიტოვას გადაწყვეტილება სპორტული კარიერის შეჩერებასთან დაკავშირებით მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, მოციგურავე წელიწადნახევარი სთხოვდა პაუზას, რათა ვარჯიშის სურვილი კვლავ გასჩენოდა.

თუთბერიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ზაგიტოვას კარიერის განახლებაში დაეხმარება.