მსოფლიო დღეს

„გარღვევა არ მომხდარა“ - პესკოვმა „ნორმანდიული სამიტის“ შედეგები შეაფასა

რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერები მინსკის შეთანხმებების უპირობო შესრულებაზე შეთანხმდნენ
Sputnik

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ნორმანდიულ ფორმატში“ გამართულ სამიტზე საბედისწერო გარღვევა არ მომხდარა.

„ნორმანდიულმა ფორმატმა“ რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობები დაათბო >>

ბოლო სამი წლის განმავლობაში „ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნების - რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების სამიტი პარიზში 9 დეკემბერს შედგა. შეხვედრის შედეგების მიხედვით ლიდერებმა მიიღეს კომუნიკე, რომელშიც ხაზი გაესვა მინსკის ხელშეკრულებისადმი ერთგულებას.

„ნორმანდიული“ სამიტი შედგა: რაზე წავა ახლა ზელენსკი?

„აღდგა თუ არა ნორმანდიული ფორმატი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ - დიახ, აღდგა. მიღწეულია თუ არა საბედისწერო გარღვევა - არა“, - განაცხადა მან პირველი არხის ეთერში.

მანამდე მან აღნიშნა, რომ პარიზში შეხვედრის მონაწილეებს ჰქონდათ ერთი მიზანი - განაახლონ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მუშაობა „ნორმანდიულ ფორმატში", ისევე როგორც რეალური ძალისხმევა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. პესკოვის თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ გაცილებით მეტია გასაკეთებელი.

მინსკის შეთანხმებების თანახმად, 2020 წლის მარტის ბოლოს, დონბასში შეხების ხაზზე სამ ახალ წერტილში ძალების დაშორიშორისება უნდა მოხდეს. ამასთან, „ნორმანდიული ოთხეულის" ლიდერებმა მოუწოდეს წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და პატიმრების გაცვლის უზრუნველყოფისკენ „ყველა ყველაზე" ფორმატის შესაბამისად.

რა ურჩია ლიეტუვას პრეზიდენტმა ზელენსკის >>

მომდევნო შეხვედრა „ნორმანდიულ ფორმატში“ ოთხი თვის შემდეგ გაიმართება.