ნახეთ რა გააკეთა ყვითელი სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა, როდესაც მტირალი ბავშვი დაინახა

სოციალურ ქსელში პოპულარული ხდება ისტორია, რომელსაც „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს და სამარშრუტო ტაქსის მძღოლის სიკეთეზე წერს
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. სოციალური ქსელის მომხმარებელი თამო საჩანელი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მიკროავტობუსში მომხდარ ამბავს იხსენებს და #39 სამარშუტო ტაქსის მძღოლის სიკეთეზე წერს.

საშობაო სიკეთე: მოქალაქემ მოხუცს საკუთარი ქურთუკი ჩააცვა და...

მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ბავშვს, რომელიც შოკოლადის გამო ტიროდა, საჩუქარი გაუკეთა.

„პატარა ბავშვი ტიროდა შოკოლადი მინდაო, ბებია ხურდას ითვლიდა, რომ ჩავალთ გიყიდი, მგონი მოგვივაო და უცებ მძღოლმა გააჩერა, გადაირბინა და შოკოლადით ხელში დაბრუნდა. ყოველთვის, როცა ადამიანების რწმენას ვკარგავ , გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, ვინც ამ რწმენას მიბრუნებს“, - წერს თამო საჩანელი.