„მისი გარდაცვალებით დასრულდა ეპოქა...“ – გიორგი უშიკიშვილი ემოციურ პოსტს ავრცელებს

გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ძალიან წუხს იმ დანაკლისზე, რაც ქართულმა კულტურამ ამ ადამიანის გარდაცვალებით განიცადა.
Sputnik

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მომღერალი გიორგი უშიკიშვილი სოციალური ქსელის თავის გვერდზე პოსტს ავრცელებს და წერს, რომ კახური სიმღერის უკანასკნელი მოჰიკანი ანდრო სიმაშვილი გარდაიცვალა.

ქართველი ლოტბარი და STELLA ALPINA, რომელმაც პირველმა შეასრულა იტალიაში „შენ ხარ ვენახი“

უშიკიშვილის თქმით, ანდრო სიმაშვილი მრავალი თაობის აღმზრდელი იყო.

„სიცოცხლის ბოლო წუთამდე საქართველოზე მოფიქრალი კაცი. ჩვენი პედაგოგი და მეგობარი. ანდრო სიმაშვილის გარდაცვალებით დასრულდა ეპოქა. ეპოქა, სადაც ის წარსულის მარგალიტებს უხვად აფრქვევდა და გვასაჩუქრებდა. ანდრო პაპას გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოსთვის. დანაკლისია მათთვის, ვინც იცის ქართული ხალხური სიმღერის ფასი. დიდი მადლობა მას ღირსეული ცხოვრებისთვის. მადლობა, რომ გვასწავლა, გვარიგებდა და მუდამ ჩვენს გვერდით იდგა. მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა“, – წერს გიორგი უშიკიშვილი.