მსოფლიო დღეს

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლისა თუ მის შემადგენლობაში დარცენის საკითხს სწორედ აღნიშნული საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რამაც Brexit-ის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

საქართველო და დიდი ბრიტანეთი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს Brexit-ის შემდგომ შეინარჩუნებენ

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება. უბნების უმრავლესობა სკოლებშია განთავსებული, რის გამოც სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

უბნების დახურვის შემდეგ ხმების დათვლა დაიწყება და შედეგების შესახებ პირველი პროგნოზებიც გამოქვეყნდება. ღამის განმავლობაში ჩამოყალიბდება ზოგადი სურათი და მნიშვნელოვან ოლქებში გამარჯვებულებიც გამოიკვეთება.

მას შემდეგ, რაც 13 დეკემბერს კენჭისყრის პირველი საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება, გამარჯვებული პარტიის ლიდერი ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალს ეწვევა მთავრობის ფორმირებაზე გადაწყვეტილების მისაღებად. აუდენციის შემდეგ კი სიტყვით გამოვა და პარტიის გეგმებზე ისაუბრებს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში.

ბრიტანეთის მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, ახალი მოწვევის პარლამენტი 17 დეკემბერს შეუდგება მუშაობას, ხოლო 19 დეკემბერს დედოფალი მინისტრთა კაბინეტის გეგმებს გაასაჯაროვებს. თუ არჩევნების  შედეგების მიხედვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეცვლა მოხდება, დედოფალი სიტყვას უკვე იანვარში წარმოთქვამს.