თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. პოლიციამ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 16 ადამიანი დააკავა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" შსს-ს პრეს-სამსახურში.
ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტთან დღეს დილაადრიანად შეიკრიბნენ, რათა შენობის პიკეტირება მოეხდინათ. დღეს პარლამენტი კენჭს უყრის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. „ნაცმოძრაობის" ლიდერები და მათი მომხრეები მათ შორის იმ კანდიდატების წინააღმდეგ გამოდიან, რომლებიც წარსულში „პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს" მათ სასარგებლოდ იღებდნენ.
კანდიდატებს შორის არიან ისინიც, რომლებსაც ამჟამინდელი ხელისუფლების სასამართლოებში „კლანური მმართველობის" შექმნაში ადანაშაულებენ.
საპროტესტო აქციები საქართველოში: დაპირისპირება ოპოზიციასა და პოლიციას შორის>>
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხუთშაბათს 20 წარმოდგენილი კანდიდატიდან 14 მოიწონა. სხდომა ყვირილისა და ოპოზიციის ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.