მსოფლიო დღეს

ოფიციალური ვიზიტი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა უკრაინაში, სადაც პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. 

ველოსიპედი, თაფლი და გაზის ტრანზიტი: რაზე მოილაპარაკა ზელენსკიმ ესტონეთში

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გახარიას შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ოლექს გონჩარუკთან და უმაღლესი რადის თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ.

„განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან, და ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ ამ გამოწვევების დასაძლევად ვიყენებთ“, — განუცხადა ჩიქოვანმა ჟურნალისტებს.

გარდა ამისა, გიორგი გახარია კიევში მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის სამიტში, რომლის ფარგლებშიც მთელ რიგ დოკუმენტებზე ხელმოწერა იგეგმება.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნებს შორის 105 ორ- და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა. საქართველოსა და უკრაინას შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 522 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი ბრუნვის 5%-ს შეადგენს.