ნარცისიზმი სელფის ეპოქაში: თბილისში საინტერესო გამოფენა იხსნება

მაკა ბატიაშვილის პერსონალური ექსპოზიცია მოგვითხრობს ადამიანის ფოკუსირებაზე საკუთარ თავზე და ამით ტკბობაზე
Sputnik

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მხატვრის მაკა ბატიაშვილის გამოფენა The Moment of Narcissism დედაქალაქის გალერეაში Project ArtBeat 13 დეკემბერს გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ექსპოზიცია მოგვითხრობს ადამიანების ფოკუსირებაზე საკუთარ თავზე.

„ამ დროს ადამიანი ტკბება თავისი შარმით, კონცენტრირდება შეგრძნებებზე და ვიზუალზე. ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანი თავის შინაგან, არამატერიალურ სამყაროს მაქსიმალურად უახლოვდება, ან პირიქით, გაურბის და დროებით ნიღაბს ირგებს... დღეს, როდესაც ჩვენ ციფრულ სამყაროსა და სოციალურ ქსელებს ვფლობთ, გვაქვს გასაოცარი შესაძლებლობა საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან დემონსტრირების, სადაც გამოგონილი და რეალური ერთმანეთში იკვეთება, შემდეგ კი ეს ყველაფერი ინფორმაციული ქაოსის ნაწილი ხდება", – წერს მხატვარი.

სელფი და ხელოვნება: საქართველო საერთაშორისო ფლეშმობს შეუერთდა

გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატები ამ გრძნობაზე დაკვირვებით არის შექმნილი. როგორც თავად მხატვარი ამბობს, „და ნარცისიზმი, არა როგორც ადამიანის სისუსტე, არამედ როგორც პირადი მდგომარეობის კონტროლისა და იდენტობის ლოგიკური გამოვლინება".

მაკა ბატიაშვილი მუშაობს ფერწერაში, გრაფიკაში, წიგნის ილუსტრაციაში, ვიდეოხელოვნებასა და დოკუმენტური კინოს სფეროში. მისი შთაგონების მთავარი წყაროა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული მომენტები.

„მაკასთვის უმნიშვნელოვანეს კონცეპტს წარმოადგენს ცოცხალი, ემოციური გარემოსა და საგნების გარემოცვაში მოქცეული ადამიანი, რომელიც მუდმივად აბალანსებს სიტუაციას, მუდმივად ზღვარზეა, რომელსაც არ კვეთს", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

შანშიაშვილი: სიკვდილის წინ ალბათ სელფს გადავიღებ>>

გამოფენა 2020 წლის 26 იანვრამდე გასტანს. დასწრება თავისუფალია.