საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხიდან 14 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ზემო ხეჩილთან იყო.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხთან 3,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ბიძგები თბილისის დროით 10:30 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ლაგოდეხიდან 14 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით, სოფელ ზემო ხეჩილთან იყო.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 27 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.