ოპოზიციური პარტიის ლიდერებს თბილისის აეროპორტში თავს დაესხნენ

საქართველოს შსს უკვე შეუდგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიგი უგულავასთან და გიორგი გაბაშვილთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გამოძიებას.
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერებს გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ისინი საპასპორტო კონტროლს გადიოდნენ. შსს ინციდენტის შესწავლას უკვე შეუდგა.

ოპოზიციას ქუთაისში კვერცხები დაუშინეს

თავდასხმის შესახებ უგულავამ Facebook-გვერდზე დაწერა.

„მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ, თავდამსხმელები დავიჭირეთო", – დაწერა უგულავამ.

ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „ძალადობის" მუხლით, პოლიციას ოპოზიციონერებზე თავდამსხმელი ორ პირი დაკითხვაზე ჰყავს. ჩვენებას აძლევენ პოლიტიკოსებიც.