როგორ დავგეგმოთ დეკემბრის მეორე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რაიმე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ
Sputnik

მთვარის კალენდარი - ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>

11, 12 დეკემბერი:11 დეკემბერი მთვარის ტყუპის ნიშანში ზრდის ბოლო დღეა. ხელსაყრელი დროა ურთიერთობების, რომანტიკის, ახალი ცოდნის მიღებისთვის. 12 დეკემბერი - სავსემთვარეობაა ასევე ტყუპის ნიშანში. ჰაერის სტიქია და მთვარის მაქსიმალური აქტიურობა კარგად ერწყმის ერთმანეთს, ამიტომ კარგი დღეა მუშაობისთვის როგორც სახლში, ისე სამსახურში.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

13, 14 დეკემბერი: კლებადი მთვარე კირჩხიბის თანავარსკვლავედში კარგი შერწყმაა. ეს განსაკუთრებით ეხება 14 დეკემბერს, როდესაც მთვარე ოპოზიციაში იქნება ვენერასთან. ამ ასპექტს შეუძლია რთული ვითარებების გადაწყვეტა, ადამიანებთან საერთო ენის გამონახვაში დახმარება. როდესაც მთვარე კირჩხიბს ხვდება, სასურველია, რომ ჩხუბსა და წყენას მოერიდოთ.

15, 16 დეკემბერი: კლებადი მთვარე ლომის ნიშანშია. ეს ორი არასტაბილური დღე იქნება, ამიტომ საჭიროა საკუთარი სიტყვებისა და საქციელის გაკონტროლება, რათა სხვებს გზა არ გადაუჭრათ. უნდა აკეთოთ სიკეთე, რომელიც შემდეგ უკან დაგიბრუნდებათ (ბუმერანგის პრინციპი). ძალების მარაგი დიდი იქნება, მაგრამ ენერგია ძნელად აღდგება, ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, რომ ყურადღება ყველაზე მთავარ საქმეებს მივაქციოთ.

ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

17, 18, 19 დეკემბერი: მთვარე ქალწულის თანავარსკვლავედში იშვიათად არის სამი დღე ზედიზედ, მაგრამ ამჯერად გაგვიმართლებს, რადგან ეს ნიშანი კლების ფაზას კარგად ერწყმის. 17-19 დეკემბერს სასურველია ყურადღების კონცენტრირება ფულის, მუშაობის, წარმატების, ქონების, საოჯახო საქმეების სფეროებზე.