გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალება მისცა

საქართველოს მთავრობის მეთაურს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა და 2020 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნეს.
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმპორტის შემცირება და შიდა მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

ხელისუფლება მიწის რეგისტრაციის პრობლემას სერიოზულად მოჰკიდებს ხელს>>

„ყველას კარგად გვესმის, რომ იმ ცვლილებებსა და ინვესტიციებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში სოფლად განხორციელდა, თავისი ხელშესახები შედეგები უკვე უნდა ჰქონდეს. აქვს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიფიქროთ როგორც ბაზრების, ასევე პროდუქციის დივერსიფიცირებაზე. სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და, პირველ რიგში, იმპორტის შემცირების ნაწილში", – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის წესები გამკაცრდება

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მიწის რეგისტრაციის გამარტივებაზე, ასევე მელიორაციის სისტემის მოგვარებაზე. გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაავალა, უახლოეს პერიოდში წარმოადგინოს მეცხოველეობის სფეროს განვითარების სტრატეგია და მოქმედებების კონკრეტული გეგმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და უწყების თანამშრომლებმა პრემიერს 2019 წელს გაწეული მუშაობა გააცნეს და 2020 წელს დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ.

პრემიერმა განაცხადა, რომ სამინისტროების წარმომადგენლებთან ამგვარ შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.