ბათუმის ახალი სტადიონი მზად 2020 წელს იქნება

სტადიონი მიიღებს საერთაშორისო მატჩებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია სპორტისა და ქალაქის, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის.
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში ახალი, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ახალ სტადიონს საძირკველი 2018 წლის დასაწყისში ჩაეყარა. ობიექტი ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) მოთხოვნების მეოთხე კატეგორიის შესატყვისი იქნება. პროექტის ღირებულება თითქმის 100 მილიონი აშშ დოლარია.

აჭარაში ყოფნის დროს საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ სტადიონის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე ლევან კობიაშვილი.

ბათუმის ახალი სტადიონი მზად 2020 წელს იქნება

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სტადიონი უმასპინძლებს საერთაშორისო საფეხბურთო მატჩებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისა და ქალაქის განვითარებისთვის, არამედ ასევე ქვეყანაში ტურიზმის სტიმულირებისთვის.

მთავრობის პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, რომ მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. უკვე დასრულდა საფეხბურთო სტადიონის ფასადისა და გადახურვის სამუშაოები, ასევე გახმოვანების სისტემების მონტაჟი, დაიგო მინდვრის საფარი, მიმდინარეობს მაყურებლის სკამების მონტაჟი.

ბათუმის ახალი სტადიონი მზად 2020 წელს იქნება

სტადიონი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ყოფილი მანქანათმშენებლობის ქარხნის ტერიტორიაზე შენდება.

გახარიამ დაადასტურა, რომ აქ ხშირად ითამაშებს საქართველოს ფეხბურთის ნაკრები.

ბათუმის ახალი სტადიონი მზად 2020 წელს იქნება

ბათუმში ზღვისპირა სტადიონი 2006 წელს დაანგრიეს, მას შემდეგ ქალაქს სტადიონი არ აქვს. რამდენჯერმე შეიცვალა პროექტი, ჩაიშალა ასევე რამდენიმე ტენდერი.