თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. WADA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ორშაბათს ერთხმად მიიღო შესაბამისობის დამოუკიდებელი კომიტეტის რეკომენდაციები და რუსი სპორტსმენები ოთხი წლით ჩამოაშორა საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებებიდან, ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ჩათვლით. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 11 ქვეყნის 12 ქალაქში გაიმართება, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში. რუსეთის ნაკრებმა ამ ტურნირზე შერჩევა გაიარა.
რუსეთი ოლიმპიადასა და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებს ოთხი წლით ჩამოაშორეს >>
„UEFA-ს არ გააჩნია არანაირი კომენტარი ამ საკითხზე და ის იხელმძღვანელებს WADA-ს განმარტებით, რომელშიც ნათქვამია, რომ EURO 2020-ს არ შეეხება რუსეთთან დაკავშირებული გადაწყვეტილება“, - ნათქვამია UEFA-ს პასუხში РИА Новости-ს შეკითხვაზე.